ანდროს ბანერი ყელში ეჩხირებოდათ, ქედს ვიხრი იმ მსახიობების წინაშე, რომლებიც ასეთი სოლიდარულები არიან - აბდუშელაშვილი

21.02.26 13:23
ანდროს ბანერი ყელში ეჩხირებოდათ, ქედს ვიხრი იმ მსახიობების წინაშე, რომლებიც ასეთი სოლიდარულები არიან - აბდუშელაშვილი

 

 

რეჟისორ ლევან აბდუშელიშვილს არ სჯერა, რომ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადიდან "რუსთავი 2"-ის პროექტის გამო ჩამოხსნენს.

მისი თქმით, სინდიდის პატიმარი მსახიობის ფოტო "ყელში დიდი ხანია რაც ეჩხირებათ" და "რუსთავი 2"-ის პროექტი მხოლოდ მიზეზად გამოიყენეს. 

ქედს ვიხრი იმ მსახიობების წინაშე, რომლებიც ასეთი სოლიდარულები არიან - ამბობს აბდუშელაშვილი "პირელებთან" იმ ხელოვანებზე, რომლებმაც "ახალი თეატრი" ანდრო ბანერის ჩამოხსნის გამო დატოვეს. 

მსახიობების მიერ გამოახტული ეს სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძის მიმართვ არის სამაგალითო და შეუფასებელი. მე ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე და ნებისმიერი ადამაინის წინაშე, ვინც არის სოლდიარული. მათ შორის მაქვს იმედი, რომ ადამიანში ადამიანი ჯერ არ მომკვდარა და ნებსიმიერ ადამიასნ შეგვიძლია გადავდოთ ეს სოლიდარობის აქტი. რა თქმა უნდა წინასწარ დაგეგმილიც იყო, ყელში ეჩხირებოდათ ანდროს ბანერი. ე ს მათი სინდისიც არის მათ შორის, შეიძლება უფრო მშვიდად არიან, როცა ამას არ უყურებენ, შემდეგ უფრო მარტივია ცხოვრება თუ რეალურ პრობლემას და ღირსეულ პიროვნებას ვეღარ დაინახავ. მიზეზი არის თითიდან გამოწოვილი, რომ თითქოს რაღაც შოუსთვის ჩამოხსნეს", - ამბობს ლევან აბდუშელაშვილი. 

ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი „რუსთავი 2“-ის ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც თეატრის შენობაში უნდა დაიწყოს.

ფასადზე განთავსებული ბანერი წარწერას "თავისუფლება სისტემის პატიმრებს“ შეიცავდა. თეატრის მსახიობები აცხადებენ, რომ ბანერი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი.

ბანერის ჩამოხსნის გამო "ახალი თეატრის" რამდენიმე მსახიობმა თეატრი დატოვა. 

"პირველების" ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ახალი თეატრი 8-მა მსახიობმა დატოვა - სია:

  • ნანკა კალატოზიშვილი, 
  • ეკა დემეტრაძე, 
  • გივიკო ბარათაშვილი,
  • კახა კინწურაშვილი, 
  • ტასო ჭანტურაია, 
  • დავით ბეშიტაიშვილი, 
  • მანუ თავაძე
  • ლუკა ჯაფარიძე