მადლობა ღირსებისთვის, ძალიან ვნერვიულობ და ამასთანავე ძალიან ამაყი ვარ! - ანდრო ჭიჭინაძის დედა
სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა მადლობას უხდის ყველა იმ მსახიობს, რომლებმაც მისი შვილის ბანერი დაიცვეს, ხმამაღლა პროტესტი გამოხატეს და ახალი თეატრი დატოვეს.
ძალიან ვნერვიულობ და ამასთანავე ძალიან ამაყი ვარ! - წერს ლიკა სოციალურ ქსელში.
მადლობა ღირსებისთვის !მადლობა ბრძოლისთვის!მადლობა მეგობრობისთვის მადლობა რომ არსებობთ! სამაგალითო სოლიდარობა! მადლობა სიყვარულისთვის! ძალიან ვნერვიულობ და ამასთანავე ძალიან ამაყი ვარ! რა ბედნიერებაა საქართველოს თქვენნაირი ხალხი რომ ჰყავს! ამასაც გავივლით და დარწმუნებული ვარ ზუსტად თქვენ დააყენებთ ფეხზე ქვეყანას. ძალიან დიდი ადამიანები ხართ!❤️🥲- წერს ლიკა გუნცაძე.
ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი „რუსთავი 2“-ის ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც თეატრის შენობაში უნდა დაიწყოს.
ფასადზე განთავსებული ბანერი წარწერას "თავისუფლება სისტემის პატიმრებს“ შეიცავდა. თეატრის მსახიობები აცხადებენ, რომ ბანერი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი.
ბანერის ჩამოხსნის გამო "ახალი თეატრის" რამდენიმე მსახიობმა თეატრი დატოვა.
"პირველების" ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ახალი თეატრი 8-მა მსახიობმა დატოვა - სია:
- ნანკა კალატოზიშვილი,
- ეკა დემეტრაძე,
- გივიკო ბარათაშვილი,
- კახა კინწურაშვილი,
- ტასო ჭანტურაია,
- დავით ბეშიტაიშვილი,
- მანუ თავაძე
- ლუკა ჯაფარიძე