Axios: ურანის „სიმბოლურად" გამდიდრებიდან ხამენეის განეიტრალებამდე - რა ვარიანტებს განიხილავს ტრამპი
Axios-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის განიხილოს წინადადება, რომელიც ირანს ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების საშუალებას მისცემს, თუმცა ამან ბომბის შექმნის შესაძლებლობა უნდა გამორიცხოს.
გამოცემისვე ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტს სხვა შესაძლო სამხედრო ვარიანტებიც წარუდგინეს, ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის და მისი შვილის ლიკვიდაციას გულისხმობს.
ტრამპი მზად იქნება, რომ შეთანხმებას დათანხმდეს, რომელიც რეალური იქნება და რომლის პოლიტიკურად „გაყიდვასაც“ აშშ-ში შეძლებს. თუ ირანელებს თავდასხმის თავიდან აცილება სურთ, მაშინ მათ წინადადება უნდა შემოგვთავაზონ, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, „თუ ირანი თამაშს გააგრძელებს, მაშინ ტრამპს მოთმინება ამოეწურება“.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი წინადადებას მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შეიმუშავებს და აშშ-ს წარუდგენს.