რუსეთი მიანიშნებს, რომ საქართველო ოსი სეპარატისტების ხელებით შეუძლიათ სამიზნედ გახადონ - აკია ბარბაქაძე

21.02.26 15:16
რუსეთი მიანიშნებს, რომ საქართველო ოსი სეპარატისტების ხელებით შეუძლიათ სამიზნედ გახადონ - აკია ბარბაქაძე

 

 

"რაში დასჭირდა რუსეთს, რომ ეჩვენებინა ქართული საზოგადოებისთვის, რომ ის აძლევს სეპარატისტებს ამ შეიარაღებას?" - ამ კითხვას აკია ბარბაქაძე მას შემდეგ სხვამ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცხინვალის საოკუოპაციო რეჟიმს დრონები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ლიდერი ამბობს, რომ ეს ფაქტი არის ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე, რათა ქართველებმა არ აწარმოონ ევროკავშირთან სწორი პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.

"რუსეთი მიანიშნებს ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ ოსი სეპარატისტების ხელებით მათ შეუძლიათ სამიზნედ გახადონ"- ამბობს აკია ბარბაქაძე. 

ეს არის ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე, რათა ქართველებმა არ აწარმოონ სწორი პოლიტიკა ევროპელებთან მიმართებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. ღიად, რუსეთი მიანიშნებს ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ ოსი სეპარატისტების ხელებით მათ შეუძლიათ სამიზნედ გახადონ არა მარტო სამხედრო ობიექტები, არამედ მაგალითად პოლციიის პატრული და ა.შ. ანუ, ეს არის ზეწოლა მოჩვენებით სტაბილურობაზე ჩენს პირობებში, რათა ქართულმა საზოგადოებამ  და ხელ ისუფლებამ ფაქტიურად არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანაში", - განაცხადა აკია ბარბაქაძემ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცხინვალის საოკუოპაციო რეჟიმს დრონები გადასცა. დრონებს 25 კილომეტრიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი მოჰყვება და 25 სანტიმეტრიანი ფრთები აქვს. კადრებში მინიმუმ 20 დრონი ჩანს, თუმცა ზუსტი ოდენობა დაუდგენელია.

რაში გამოუყენებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დრონებს? - ოკუპირებული ცხინვალის "ტელევიზიის" ეთერში გაიპარა ერთი მცირე ვიდეო, სადაც სამხედროები გაგლოევს ეუბნებიან, რომ ეს დრონები სჭირდებათ დაზვერა-თავდასხმისთვის. "ჩამოვაგდებთ" ისმის კონკრეტული სიტყვა, თუმცა ვიდეო იმდენად მოკლე, რომ რთულია იმის გარჩევა რის ჩამოგდებაზე საუბრობენ გაგლოევი და საოკუაციო რეჟიმის სამხედრო მეთაურები.

ასევე ნახეთ: