ახალი თეატრი მოკლა თიკა რუხაძემ, როცა დოი გაათავისუფლა, მსახიობები მხოლოდ ანდროს ბანერის გამო დარჩნენ - დათიაშვილი
ახალი თეატრი მოკლა თიკა რუხაძემ, როცა დოი გაათავისუფლა, მსახიობები მხოლოდ ანდროს ბანერის გამო დარჩნენ - ამის შსახებ "პირველებთან" მსახიობი გიგა დათიაშვილი საუბრობს.
დათიაშვილი ცენზურაზე საუბრობს და ამბობს, რომ რაც თიკა რუხაძე მოვიდა სამინისტროში, იმის შემდეგ ცენზურა არა მარტო ახალ თეატრში არამედ ბათუმის თატრშიც განხორციელდა.
"ეს არის "ოცნების" დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა, რომ რაღაცნაირად ჩაიგდონ ხელოვნების სივრცეც თავიანთ ხელში" - ამბობს მსახიობი.
ეს ადამიანები დოის გაშვების შემდეგ რომ დარჩნენ თეატრში, დარჩნენ მხოლოდ იმის გამო, რომ იმ თეატრში ეკიდა ანდროს ბანერი და ეს რაღაცა ერთგვარი სიმბოლო იყო, რომ იცავდნენ ამ ბანერს და თუ ვთქვათ ეს ბანერიც აღარ იქნება ამ თეატრის ფასადზე, მაშინ ამ მსახიობებს დასაცავი აღარაფერი არ აქვთ, იმიტომ, რომ თეატრი დიდი ხანია მკვდარია. თეატრი მოკლა თიკა რუხაძემ, როცა გაათავისუფლა დოი ამ თეატრიდან იმ მიზეზით, რომ თითქოს დოიმ შეაჩერა შემოქმედებითი პროცესი თეატრში. არია თითქმის ყველგან შემოქმედებითი პროცესი. ვნახეთ ბათუმის თეატრში რაც მოხდა, როდესაც რეჟისორს აუკრძალეს და პირდაპირ ცენზურა დაადეს სპექსტაკლზე. ეს არის "ოცნების" დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა, რომ რაღაცნაირად ჩაიგდონ ხელოვნების სივრცეც თავიანთ ხელში", - ამბობს გიგა დათიაშვილი.
ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი „რუსთავი 2“-ის ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც თეატრის შენობაში უნდა დაიწყოს.
ფასადზე განთავსებული ბანერი წარწერას "თავისუფლება სისტემის პატიმრებს“ შეიცავდა. თეატრის მსახიობები აცხადებენ, რომ ბანერი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი.
ბანერის ჩამოხსნის გამო "ახალი თეატრის" რამდენიმე მსახიობმა თეატრი დატოვა.
"პირველების" ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ახალი თეატრი 9 მსახიობმა დატოვა - სია:
- ნანკა კალატოზიშვილი,
- ეკა დემეტრაძე,
- გივიკო ბარათაშვილი,
- კახა კინწურაშვილი,
- ტასო ჭანტურაია,
- დავით ბეშიტაიშვილი,
- მანუ თავაძე
- ლუკა ჯაფარიძე
- იკა ჯაფარიძე