აქცია რუსთავის ავტო-ბაზრობაზე - ავტოდილერები და ავტოიმპორტიორები "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ
ამ წუთებში, პროტესტია რუსთავის ავტო-ბაზრობაზე - ავტოდილერები და ავტოიმპორტიორები "ოცნების" დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ .
ქართველმა ავტო-დილერებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
პეტიიციით მოქალაქეები მოითხოვენ, რომ "ოცნებამ" არ მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზე მეტი ხნის ავტომობილის შემოყვანას აკრძალავს. ავტოდილერები ხელისუფლებას მათთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ.
დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ოცნების" კანონი ავტობიზნესის 40 პროცენტიანი პარალიზებას გამოიწვევს. მათივე თქმით, უმუშევარი დარება ბევრი ადამიანი და უცხოელების ხელში გადავა ქართული ბაზარიი.
შევიკრიბეთ რათა ერთმანეთს უფრო მეტად გავუზიაროთ არსებული პრობლემები და შევაცადოთ კომპანიების და ავტოდილერებსი სატკივარი მივიტანოთ ხელსიუფლებამდე, რადგან ეს სფერო არის უმნიშვნელოვანესი და ბევრი ადამიანის შემოსავალს დაეტყობა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. შევიმუშავეთ მიმართვის წერილი და ამ მიმართვის წერილში რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდანაც ვითვალისწინებთ გარკვეულ დათმობებ და შეიძლება მოვძებნოთს აერთო კონსესუსი ხელისუფელბის წარმომადგენლებსა და ავტოდილერებს შორის. შეიძლება შეჯერება", - ამბობს ავტოლილერი.
- ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ავტომობილების შემოყვანაზე შეზღუდვას აწესებს და 6 წელზე მეტი წლოვანების ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს.
- როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.