483 750 ლარი ავტომობილებში - ზუგდიდის მერია ავტოპარკს აახლებს
483 750 ლარი ავტომობილებში - ზუგდიდის მერიამ კიდევ ექვსი ახალი ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციაშია ასახული.
დოკუმენტაციის მიხედვით, მერიას მაღალი გამავლობის ჯიპები სჭირდება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელ სამსახურს ან რა საჭიროებისთვის უნდა აღნიშნული ავტომობილები.
"პირველები" ზუგდიდის მერს დაუკავშირდა და ჰკითხა, რომელი სამსახურისთვის გეგავენ ავტომობილების ყიდვას. დავით კოდუა კითხვაზე გადჭრით პასუხს ვერ გვცემს.
ზედამხედველობა, პროექტები, ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს მშენებლობები ქალაქში და შესაბამისად, გვჭირდება, საჭიროება იყო და მუშა სამსახურებისთვის გვინდა, - ამბობს დავით კოდუა სატელეფონო საუბარში.
გადაწყვეტილებას ოპოზიცია აკრიტიკებს. მათი შეფასებით, ახალი მანქანების შეძენის აუცილებლობა არ არსებობს და ინიციატივა ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ნიშნებს შეიცავს.
სულ რამდენიმე წლის წინ ადმინისტრაციამ განაახლა ავტოპარკი ცენტრალური ბიუჯეტიდან, ახალი ავტომობილები გადმოეცათ, პლიუს ამას, ჯამურად 18 ავტომობილი უკვე აქვთ ამისთვის. ისინი არ განიცდიდნენ უმანქანობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება მიღებულია, რა თქმა უნდა, მათი კომფორტის უზრუნველსაყოფად. მივმართეთ წინადადებით, რომ გამოყენებულიყო სათანადო ფინანსები და დახარჯულიყო სოციალური პრობლემის მიმართულებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ უარი მივიღეთ, - ამბობს "ლელოს" წევრი გიორგი თოდუა.