"ვიცავ ილიაუნს" - ილიას უნივერსიტეტის "ა" კორპუსთან დღეს აქცია გაიმართება
"ვიცავ ილიაუნს" - ამ სახელწოდების აქცია დღეს ილიას უნივერსიტეტის "ა" კორპუსთან არის დაანონსებული. მოქალაქეები განათლების რეფორმას გააპროტესტებენ. დაგეგმილია მსველელობა დედაქალაქის ქუჩებშიც. სტუდენტები მანიფესტს წაიკითხავენ.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ განათლების პროლემა მხოლოდ ერთი ჯგუფის პრობლემა არ არის და ამიტომ, საზოგადოებას მოუწოდებენ, მათ პროტესტს შეუერთდნენ.
დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთად დგომა და სოლიდარობა იმდენად, რამდენადაც განათლება არ ეხება კონკრეტულ ჯგუფებს და მხოლოდ აკადემიურ საზოგადოებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვას არ არის მხოლოდ ერთი ინსტიტუციის დაცვა, ეს არის მთლიანად საქართველოს მომავლის დაცვა, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს უცხოელი ექსპერტების მუდმივად ჩამოყვანა და ძიება კარდაკარ, ქვეყანა-ქვეყანა, არამედ ჩვენ თვითონ ღვზარდოთ ეს კადრები და გვყავდეს ინტელექტუალური პოტენციალი, რაც 21 საუკუნისთვის არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, გელოდებით დღეს 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსთან, სადაც სტუდენტები ჩვენთან ერთად გამართავენ მსვლელობას და შემდეგ უკვე გაგვაცნობენ თავიანთ მანიფესტს, - ამბობს აკადემიური სფეროს წარმომადგენელი.