157 კგ ჰეროინი მარმარილოს ფილებში - რატომ არ ინტერესდება გამოძიება დაკავებულის ჩვენებით
ჰეროინის შემოტანის საქმეზე დაკავებული ტრაილერის მძღოლი, მეისამ რაჰიმი, გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუკითხავს. 37 წლის მამაკაცი რამდენიმე თვეა პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა მას ქვეყანაში 157 კილოგრამი ჰეროინის შემოტანას ედავება.
ადვოკატის განმარტებით, მძღოლმა სატვირთო ავტომობილი 2 700 დოლარის სანაცვლოდ მარმარილოს ფილებით დატვირთა და ტვირთი საქართველოში შემოიტანა. დაცვის მხარის თქმით, რაჰიმი არ ფლობდა ინფორმაციას, რომ ფილები ნარკოტიკული ნივთიერებით იყო სავსე.
ხმაურიანი სპეცოპერაციიდან ორი თვის შემდეგ პროკურატურა კრიტიკის ობიექტია. ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ დრომდე დადგენილი არ არის, ვინ გამოაგზავნა ნარკოტიკი საქართველოში, ვინ უზრუნველყო ტვირთის გადაზიდვა და ვინ უნდა ყოფილიყო მისი მიმღები. მათივე თქმით, გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია შესაძლო საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ვინაობა.
დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ გამოძიება მძღოლის ჩვენებით არ დაინტერესებულა. ადვოკატის ინფორმაციით, მეისამ რაჰიმმა გამოკითხვისას დეტალურად აღწერა, როგორ მიიღო შეკვეთა, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია და ვინ გადაიხადა თანხა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.