„ვინ მფარველობდა დამკვეთებს?“ - ნიკო კვარაცხელიას დედა თამაზაშვილისგან პასუხს ითხოვს

22.02.26 20:23
„ვინ მფარველობდა დამკვეთებს?“ - ნიკო კვარაცხელიას დედა თამაზაშვილისგან პასუხს ითხოვს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები იკვეთება. მოკლული ახალგაზრდის დედა კითხვებს სვამს და განმარტებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილისგან ითხოვს, რომელიც წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა.

გახმაურებული მკვლელობიდან ხუთი წლის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებობდა ინფორმაცია შესაძლო დამკვეთებისა და დანაშაულის მოტივის შესახებ. მისივე განცხადებით, გარკვეული დეტალები მოგვიანებით ოფიციალური ჩვენებებიდან ამოიღეს.

ახალი ჩვენების თანახმად, დოკუმენტებში ფიგურირებს პირი მეტსახელად „ანზორიჩი“. გავრცელებულ ბრალდებებში გამოითქმის ვარაუდი, რომ აღნიშნული მეტსახელი შესაძლოა ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდებოდეს. ამასთან, ოფიციალური უწყებების პოზიცია და შეფასება აღნიშნულ განცხადებებზე ამ დრომდე უცნობია.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.