დედამ ახალშობილის მკვლელობა სცადა - მძიმე ცნობები ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან
ბათუმის კლინიკაში სანიტარმა ახალშობილს ყელი გამოჭრა. ჩვილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა და მის მოშორებას აპირებდა, თუმცა ამ გეგმის სისრულეში მოყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ქალი თავადაც სისხლისგან იცლებოდა.
40 წლამდე ქალი ბავშვის დედაა და არასასურველი ნაყოფის მოშორება საპირფარეშოში სცადა.
ჩვილიც და მისი ბიოლოგიური მშობელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვიან. ექიმებს პროგნოზიიის გაკეთება უჭირთ. მძიმე დაზიანებები ახალშობილს ყელის და სახის არეში აღენიშნება. ქალის პალატასთან კი პოლიციაა მობილიზებული. მთელი დღეა კლინიკაში მუშაობს ფსიქიატრიც.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.