სავარაუდო მუქარა და ზეწოლა ყოფილ მოსამართლეზე - ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება განგებ ჭიანურდება
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე აცხადებს, რომ პროფესიული საქმიანობის გამო მას ემუქრებოდნენ. ალავიძის თქმით, მის ხელთ არსებობს ფარული ჩანაწერები, რომლებიც, მისი შეფასებით, ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერებში ყოფილი კოლეგები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ფიგურირებენ.
ალავიძის ადვოკატის განცხადებით, გენერალურ პროკურატურას შესაბამისი მიმართვა ნოემბერში წარედგინა. დაცვის მხარის ინფორმაციით, მასალა სხვადასხვა საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა.
უფლებადამცველის შეფასებით, პროცესი გაჭიანურებულია. პროკურატურის ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპზე უცნობია.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.