"ოცნება" უცხოელებზე შრომითი ნებართვის ახალ წესს აწესებს

22.02.26 20:30
"ოცნება" უცხოელებზე შრომითი ნებართვის ახალ წესს აწესებს

"ქართული ოცნების" მთავრობამ შრომითი იმიგრანტებისა და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ახალი წესი დაამტკიცა. დადგენილებას ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დოკუმენტი 20 თებერვლით თარიღდება და 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

დადგენილება არეგულირებს ნებართვის გაცემის პირობებსა და პროცედურებს, საჭირო დოკუმენტაციას, ასევე უარის თქმის საფუძვლებსა და მონიტორინგის მექანიზმებს.

დოკუმენტით განსაზღვრულია წლიური კვოტებიც: საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტულ გიდობაზე კვოტა ნულოვანია, ხოლო სამთო/ალპური და სათხილამურო გამყოლებზე - 200.