"დაიცავი განათლება" - აქციის მონაწილეები მსვლელობით E კორპუსისკენ მიემართებიან

22.02.26 20:45
"დაიცავი განათლება" - აქციის მონაწილეები მსვლელობით E კორპუსისკენ მიემართებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით E კორპუსისკენ მიემართებიან. პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: „დაიცავი განათლება, ვიცავთ ილიაუნს“.

მოქალაქეები პრიდაპირ ამბობენ, რომ "ოცნების" განათლების რეფორმა, რეალურად, მიზნად ქართული განათლების დაზიანებას ისახავს. ისინი რეფორმის უკან გაწვევას ითხოვენ. 

ჩვენი მთავარი მიზანია, "ქართულმა ოცნებამ" გაიწვიოს ეს ე.წ. რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული განათლების დაზიანებას და ქართული უნივერსიტეტების ავტონომიის შელახვას, რაც გამოიწვევს კრიტიკულია ზრისა და თავისუფლების შემცირებას ქვეყანაში, - ამბობს აქციის მონაწილე

ადგილზე გამოჩნდნენ პოლიციელები და დაკავების ავტომობილები. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სავალი გზიდან ტროტუარზე გადავიდნენ.