ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში კაცს მინის კონსტრუქცია დაეცა და გარდაიცვალა

23.02.26 10:39
ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში კაცს  მინის კონსტრუქცია დაეცა და გარდაიცვალა

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მუშას მინის კონსტრუქცია დაეცა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორმაცია მომხდარის შესახებ თავდაპირველად გამოცემა აჭარა თაიმსმა გაავრცელა.