მოსამართლემ სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მიზეზად წესრიგის დარღვევა და სასამართლოს დაუმორჩილებლობა დასახელდა.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დავა მხარეებს შორის. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოხსნა კითხვა, რომელიც ღობის შესაძლო წინასწარ დაზიანებას უკავშირდებოდა. ჭავჭანიძე ვიდეომასალის გამოთხოვას ითხოვდა, რაც, მისი თქმით, ღობის მდგომარეობას დაადასტურებდა.