არა უშავს, ახალი მსახიობები გამოჩნდებიან - ეკა ჭიჭინაძე
არა უშავს, ახალი მსახიობები გამოჩნდებიან - ასე ეხმიანება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ეკა ჭიჭნაძე "ახალი თეატრიდან" მსახიობების წასვლას.
არა უშავს, ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან, - ამბობს ეკა ჭიჭინაძე "პირველებთან".
ამასთან, დეპუტატი ამტკიცებს, რომ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნის შესახებ არაფერი იცის და ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის.
არ ვიცი რა გიპასუხოთ, ისეთ კითხვებს სვამთ. ისე, მომწონს თქვენი გადაღებული სიუჟეტები. მე არ ვიცი რატომ ჩამოიღეს. არ მომწონს-მომწონს, ეს მე არ მეხება. კულტურას ბანერების ჩამოღება არ ეხება.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ახალი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს, 10-მდე მსახიობმა თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს. ამის შესახებ დაკავებულმა მსახიობმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაწერა.