"ოცნება" ანდრო ჭიჭინაძისა და თეატრიდან პროტესტით წასულების შემცვლელებს ეძებს
"ქართული ოცნება" ანდრო ჭიჭინაძის შემცვლელს ეძებს. ეძებენ ახალ მსახიობებს, რომლებიც, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან პროტესტით წასულებს ჩაანაცვლებენ. ათამდე მსახიობმა ახალი თეატრი მას შემდეგ დატოვა, რაც თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს.
თეატრი იცლება, არადა იყო დრო, როდესაც ახალი თეატრის სპექტაკლებზე ბილეთებს ხალხი თვეებით ადრე ყიდულობდა. ყველა სპექტაკლი ანშლაგით მთავრდებოდა. ახალი თეატრის ნგრევა მისი სამხატვრო ხელმძღვანელის დავით დოიაშივლის გაშვებით დაიწყეს და ახლა წავიდნენ მსახიობები. დღეს თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა. ერთი წერილით ციხიდან.
ანდრო ჭიჭინაძის ბანერი წარწერით თავისუფლება სისტემის პატიმრებს, ახალი თეატრის ფასადზე ერთი წელი იყო. დაკავებული მსახიობის თავისუფლებისთვის დასმა დიდი ხანი იომა. საპროტესტო მანიფესტებით რეგიონები შემოირა და სათქმელი უთხრა ხალხს, როდესაც ერთ ბანერს ბრძოლა გამოუცხადეს, წასვლა მსახიობებისთვის ერთადერთ გამოსავლად იქცა.