ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

24.02.26 10:31
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

შსს-ს ცნობით, დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. 

ამ დროისთვის, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1996 წელს დაბადებული ჰ.ო. დააკავეს. 

დაკავებული ჰ.ო. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 

სამართალდამცველებმა ჰ.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. 

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში.