ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დამიდასტურდა - კალაძე

27.03.21 10:56
ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დამიდასტურდა - კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე კლინიკაში მკურნალობს. კალაძის თქმით, მას ვერტებრო-ბაზილარული  სინდრომი  და  ვესტიბულოპათია დაუდასტურდა, რის გამოც საზოგადოებაში ხშირად ვერ ჩნდება და სამედიცინო კვლევებს იტარებს.

მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ, - წერს კახა კალაძე.

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წარმოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო.