სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

26.02.26 15:58
სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღით პატიმრობაში გაუშვა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოში სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო იყო დაბარებული.