"ფიშინგ" საიტებიდან რუსულ თავდაცვამდე - რა არის ცნობილი იმ რუსული კომპანიის შესახებ, რომლის სერვერზეც "იმედი.ჯი" განთავსდა

27.02.26 11:36
"ფიშინგ" საიტებიდან რუსულ თავდაცვამდე - რა არის ცნობილი იმ რუსული კომპანიის შესახებ, რომლის სერვერზეც "იმედი.ჯი" განთავსდა

კომპანია, რომლის სერვერზეც ვებსაიტი იმედი.ჯი განთავსდა, საერთაშორისო სივრცეში საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს და არაერთ სკანდალურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ "პირველებთან" სპეციალისტები საუბრობენ. 

ბიზნესმენი სანდრო შელია აღნიშნავს, რომ DDoS-Guard არაერთ საეჭვო ფირმას ემსახურება და ის 2014 წელს, სევასტოპოლში, რუსი მოქალაქეების მიერ დაფუძნდა, რაც დამატებით ეჭვს იწვევს.

შელიას თქმით, თუ ტელევიზიას ასეთ კომპანიასთან თანამშრომლობა დასჭირდა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სხვა საერთაშორისო ინფრასტრუქტურულმა პროვაიდერებმა მას მომსახურებაზე უარი უთხრეს. მისი შეფასებით, მსგავსი რეპუტაციის, მით უფრო რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიასთან თანამშრომლობა „ნორმალური ბიზნესისთვის მიუღებელი უნდა იყოს“.

ამ კომპანიის გამოცვლა, სავარაუდოდ, დასჭირდა იმისთვის, რომ სანქციების გამო, კომპანია, რომელიც ემსახურებოდა და აქამდე აღარ ემსახურებოდა და ეს კომპანია, რომელზეც გადავიდნენ,  DDoS-, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის არის. ინტერნეტში რომ შეხვიდეთ და რომ მოიძოთ ინფორმაცია, ისინი ემსახურებიან ძალიან ბევრ საეჭვო ფირმას, კომპანიას, რომელიც ინტერნეტ თაღლითობასთან არის დაკავშირებული და თვითონ კომპანიაც დაფუძნდა რუსი მოქალაქეები მიერ 2014 წელს სევასტოპოლში, რაც ასევე საეჭვოა.

ტელევიზიას თუ დასჭირდა ასეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, ეს, უბრალოდ, ნიშნავს იმას, რომ არცერთი სხვა ინფრასტრუქტურული კომპანია ინტერნეტის მათ მოსამხურეობას არ უწევდა. როდესაც იყენებ ასეთ ინტერნეტ პროვაიდერს, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და პრობლემატურია, რა თქმა უნდა. ნორმალურ კომპანიას არ ექნებოდა სურვილი, რომ ითანამშრომლოს ასეთი რეპუტაციის მქონე კომპანიასთან, მითუმეტეს, რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიასთან, - ამბობს ბიზნესმენი სანდრო შელია.

მკვლევარი დავით ძიძიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კომპანია ოფიციალურად თანამშრომლობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მის სერვერებზე განთავსებული იყო როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე რუსეთის ეროვნული ბანკის ვებგვერდები. ძიძიშვილის თქმით, 2021 წელს კომპანიას პერსონალური მონაცემებით ვაჭრობის სკანდალიც უკავშირდებოდა, რაც კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ უმძიმეს დარღვევად ითვლება. 

ველოდებოდი, რომ ჩინელებთან მაინც დაიწყებდნენ ურთიერთობას, იმიტომ, რომ მთლად პირდაპირ არ დაედასტურებინათ, რომ რუსებთან ერთად მუშაობენ, მაგრამ არ გამოუვიდათ სხვანაირად და წავიდნენ კომპანიასთან, რომელიც ოფიციალურად მუშაობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე პროექტში და მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდიც მათთან იყო განთავსებული ისევე, როგორც რუსეთის ეროვნულ ბანკთან.

გარდა იმისა, რომ ევროკავშირს დასანქცირებული ჰყავ, მნიშნელოვანი ის არის, რომ 2021 წელს, თუ არ ვცდები, ეს კომპანია შემჩნეული იყო პერსონალური მონაცემებით ვაჭრობაში, რაც ასეთი დონის ორგანიზაციებისთვის ყველაზე დიდი დანაშაულია, რაც კი შეიძლება, რომ ჩაიდინო. ანუ ადამიანები თავის სერვესებზე და თავიანთ სისტემაში განთავსებულ ვებ გვერდზე არსებულ პერსონალურ მონაცემებს ყიდდნენ შავ ბაზარზე. აი, როგორც მკვლელობაა, ვთქვათ, ფიზიკურ სივრცეში ყველაზე დიდი დანაშაული, ეგრე არის კიბერუსაფრთხების თვალსაზრისით, ყველაზე დიდი დანაშაული პერსონალური მონაცემებით ვაჭრობა.

მე მგონია, რომ, უბრალოდ, პირველი ვინც დათანხმდა, იმათთან წავიდა. როგორც ჩანს, რუბლში მარტივად იშვება საქართველოში ფული და რუბლს გადააგზავნინა, რავიცი, შეიძლება, ქეშადაც გაატანონ ვინმეს ფული. ერთმანეთთვის გასაგებ ენაზე ლაპარაკობენ, თან უფრო უსაფრთხოა მათთვის, - ამბობს მკვლევარი დავით ძიძიშვილი.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, თემურ გორგაძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვებსაიტი იმედი.ჯი რუსულ სერვერზე "გადასკუპდა". გორგაძე იმ კომპანიას ასახელებს, რომელსაც იმედის ვებსაიტის სერვერი ეკუთვნის. მისი თქმით, საუბარია ns1. ddos - guard. net. -ზე.

რა იძებნება ამ კომპანიის შესახებ. მონაცამებში ჩანს, რომ აღნიშნული კოპმანია არაერთ სხვა თაღლითურ კომპანიას ემსახურებოდა, მათ შორის, "ფიშინგ საიტებსაც". აღსანიაშნავია, 2022 წლიდან ევროკომისიამ ეს კომპანია დაკვირვების სიაში შეიტანა სწორედ მისი საეჭვო თანამშრომლობების გამო.

ასევე ირკვევა, რომ DDoS-Guard  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ეროვნულ ბანკს ესამხურებოდა.