შეაჩერებს თუ არა „აირზენა“ რუსეთში ფრენებს ზელენსკის განცხადების შემდეგ? - რას ამბობენ ავიაკომპანიაში

02.09.26 12:07
შეაჩერებს თუ არა „აირზენა“ რუსეთში ფრენებს ზელენსკის განცხადების შემდეგ? - რას ამბობენ ავიაკომპანიაში

 

 

აპირებს თუ არა "აირზენა" რუსეთში ფრენების შეჩერებას ზელენკსის განცხადების შემდეგ? ამ კითხვით "პირველებმა" დღეს ავიაკომპანიის წარმომადგენელს მიმართა.

ვიქტორია კლიმიჩევას თქმით, ჯერჯერობით რეისები რუსეთის მიმართულებით განრიგის მიხედვით სრულდება, თუმცა ელოდებიან საერთაშოიროს გამოხმაურებებს და სხვა ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებს.  

კი, მოვისმინეთ ეს განცხადება. დაველოდებით საერთაშორისო რეაქციას, დაველოდებით ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებს, ისეთი დიდი ავიაკომპანიების, როგორის, მაგალითად, Turkish airlines-ია და მერე ვიმსჯელებთ.

სრულდება რეისები ჯერჯერობით განრიგის მიხედვით, - ამბობს "აირზენას" წარმომადგენელი. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს.

მისი განცხადებით, უკრაინული დრონების ოპერაციების გაფართოების ფონზე რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციისთვის რისკები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები