უნიკალური ფრესკები ნადგურდება - გელათი კვლავ საფრთხეშია

27.03.21 11:15
უნიკალური ფრესკები ნადგურდება -  გელათი კვლავ საფრთხეშია

გელათის სამონასტრო კომპლექსი ისევ საფრთხეშია. გელათში ფრესკები ნადგურდება. მილიონობით ლარის დახარჯვის მიუხედავად, სამუსაოები დღემდე არ არის სათანადოდ შესრულებული, მაღალი ტენიანობა კი უძველეს ფრესკებს ანადგურებს. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი ტაძრის განადგურების საფრთხეებზე საუბრობენ. ოპოზიცია კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს გელათში არსებულ მძიმე ვითარებას ყურადღება მიაქციოს და კულუტული ძეგლი გადაარჩინოს. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება გელათის რესტავრაციის ნაცვლად მის განადგურებას განაგრძობს. 

ახალი მინისტრი განსხვავებულია აზრის დევნით არის დაკავებული,ამასობაში გელათში ნადგურდება უნიკალური ფრესკები, ნორმალური ქვეყნის კულტურის მინისტრი უნდა იყოს აქ და უნდა იყოს დაკავებული გელათის გადარჩენით. მოვითხოვთ სასწრაფოდ მოწვეულ იქნეს საერთაშორისო ექსპერტები. არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს და გელათი განაგრძობს განადგურებას - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი. 

 

მსგავსი სიახლეები