ვისი სახელით პოზიციონირებდა ფარცხალაძე რუსეთში და როდის გადაიკვეთა ექს პროკურორისა და "კანონიერი ქურდის" ძმის გზები?
"ალტ ინფოს" წევრი, კოკა მორგოშია ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ რუსეთისთვის ყოფილი გენერალური პროკურორი საქართველოსთან ურთიერთობის დასალაგებლად საკმარისი აღარ იყო და სწორედ ამიტომ გაკეთდა შეთავაზება მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მიმართ.
"ალტ ინფს" ლიდერი, რომელიც დღეს ერთადერთი მოწმე იყო, რომელსაც სასამართლოში მოუსმინეს, პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გაიმეორა, რომ ოთარ ფარცხალაძეს პოლიტიკს გამო კონკურენცია ჰქონდა "კანონიერი ქურდის" ძმასთან.
ლევანი ყველას უყვარდა და ყველას ეიმედებოდა, ოთარის შემთხვევაში ცხადია ამას ვერ ვიტყვი - განაცხადა მორგოშიამ.
მისი თქმით, ლევან ჯანგველაძეს პოლიტიკური შეთავზება გაუკეთა როგორც რუსეთის ქართულმა დიასპორამ, ისე რუსეთში მოღვაწე სხვადასხვა პოლიტიკურმა წრეებმა. კონკრეტული გვარ-სახელები მორგოშიამ დღეს არ დაასახელა.
"ალტ-ინფოს" წარმომადგენლემა დღეს ასევე თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთის გრიგოლ ლილუაშვილს წარმოადგენდა და სწორედ სუს-ის ყოფილი უფროსის სახელით პოზიციონირებდა - "ის ამას არც მალავდა".
ლევანი იყო ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი რუსეთის ფედერაციაში და მას ჰქონდა იმის რესურსი, რომ რუსულ-ქართულ- აფხაზურ ურთიერთობებში მისი ჩართულობის შემთვევაში ძალიან ბვერი რამ შეცვლილიყო უკეთესობისკენ. ჩემი აზრით და ბევრის აზრიდაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა მართლა. ეს შესთავაზა როგროც იქაურმა დიასპორამ, ასევე რუსეთში მოღვაწე სხვადასხვა პოლიტიკურმა წრეებმა. ლევანმა ამაზე განუცხადა უარი.
ოთარ ფარცხალაძე ლევანს რა თქმა უნდა, აღიქვამდა კონკურენტად ყველა მიმართულებით, რადგან ლევანს ჰქონდა უკიდეგანოდ დიდი გავლენები და ავტორიტეტი. ლევანი ყველას უყვარდა და ყველას ეიმედებოდა, ოთარის შემთხვევაში ცხადია ამას ვერ ვიტყვი.
ფარცხალაძე მაგ მომენტში დასანქცირებულია, მაგრამ მანდ მხოლოდ პოლიტიკური წრეები არ არის, მანდ არიან გავლენიანი აფხაზი, ქართველი და რუსი ბიზნესმენები, საქმოსნები და პოლიტიკურ წრეებთან დაკაშირებული ხალხი, რომელთაც უნდოდათ რუსულ-ქართული ურთიერთობების სტაბილიზაცია.
ოთარ ფარცხალაძე თავისთავად ცხადია, რომ საკმარისი არ იყო. ოთარ ფარცხალაძე იყო ბანდიტი, რომელიც დაკავებული იყო თავისი ბიზნეს-ინტერესების დალაგებით", - განაცხადა მორგოშიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მოტივი ფარცხალაძის მხრიდან - ბიზნესთან დაკავშირებული უთანხომება იყო თუ კონკურენცია პოლიტიკს გამო, მორგოშიამ განაცხადა, რომ "ყველაფერი ერთად".
პოლიტიკა უნდოდა, რომ ეკონკტროლებინა ოთარს და იქაც ჰქონდა პრობლემა ის, რომ ლევან ჯანგველაძის ფაქტორს ვერ ერეოდა. ოთარ ფარცხალაძე იყო თავიდან ბოლომდე დაკავშირებული პოირი გრიგოლ ლილუაშვილის. მაგას არც მალავდა არასდროს. რუსეთშიც თავისთავად ცხადია გავლენები ჰქონდა ძალიან დიდი", - თქვა მორგოშიამ.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.