ფარცხალაძეს ტელევიზია "ალტ-ინფოს" 50%-იანი წილის ყიდვა უნდოდა - კოკა მორგოშია
კოკა მორგოშიას მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძეს ტელევიზია "ალტ-ინფოს" 50%-იანი წილის ყიდვა უნდოდა. როგორც ალტ ინფოს" ლიდერი ჟურნალისტებთან ამბობს, ის შეთავაზებას არ დათანხმდა.
არ გვინდოდა მასთან ერთად პოლიტიკის ასე კეთება, როგორც მას უნდოდა - ამბობს მორგოშია.
2023 წელს იყო ეს საუბარი, სადაც მან შემოგვთავაზა რომ ალტ-ინფოს 50%-იანი წილი ეყიდა, განეხორციელებია ინვესტიცია, ციფრები არ მახსოვს, რაზეც ჩვენ გადაჭრით ვუთხარით უარი იქიდან გამომდინსრე, რომ არ გვინდოდა მასთან ერთად პოლიტიკის ასე კეთება, როგორც მას უნდოდა და სიმართლეს გეტყვით, არასდროს არ აღვიქვამდით მას იმ ადამიანად, რომელიც პოლიტიკაში ან ქართულ-რუსულ ურთიერთობაში რამეს მნიშვნელოვანს შეცვლიდა ან გააკეთებდა. (ამ დროს დასანქცირებულია) კი", - აცხადებს მორგოშია.
მისივე განცხადებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს 2020-21 წლიდან იცნობს. "ალტ ინფოს" ლიდერის თქმით, ფარცალაძემ მასთან შესახვედრად კაცი მიავლინა.
პირველი შეხვედრის დროს, როგროც მორგოშია ამბობს საუბარი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს შეეხებოდა - "მითხრა (რუსულ-ქართული ურთიერთობებს) ყველაზე სწორად თქვენ მიყვებითო, გვინდა თქვენთან კომუნიკაცია გვქონდეს და ჩართულობა იყოსო"
2020-21 წლიდან ვიცნობ (ფარცხალაძეს). თითონ გამოხატა სურვილი შეხვედრის სურვილი, გამოაგზავნა ადამიანი და შევხვდი. ერთ-ერთი მრევლის ჩემი წევრი იყო, რომელიც დღემდე არ ვიცი საიდან იცნობდა (ოთარ ფარცხალაძეს). ფარცხალაძემ რუსულ-ქართული ურთიერთობებიდან გამომდინარე ვარ ჩართული გარკვეულ მიმართულებებშიო, ყველაზე ეფექტურად და სწორად თქვენ მიყვებითო და გვინდა, თქვენთან კომუნიკაცია გვქონდეს და ჩართულობა იყოსო - რითიც შეგვიძლია, იქნებ რაღაცაში გამოგვიყვანეთო.
კითხვაზე, ვისი სახელით ესაუბრებოდა ფარცხალაძე მას, როდესაც სიტყვას "ჩვენ" ახსენებდა, მორგოშიამ ასე უპასუხა:
ოთარ ფარცხალაძე თავიდან ბოლომდე დაკავშირებული პირი იყო გრიგოლ ლილუაშვილთან, მაგას არ არც მალავდა არასდროს - განაცხადა მორგოშიამ.
შეგახსენებთ, რომ კოკა მორგოშიამ ორი თვის წინ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორი, მისი ლიკვიდაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა.
კოკა მორგოშია ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეზე მიცემული ჩვენების გამო, მასზე გაბრაზდა და მისი ლიკვიდაციის გეგმას, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში განიხილავდა.