ვის შეიძლებოდა მიეღო ნახიჩევანზე თავდასხმის გადაწყვეტილება? - ექსკლუზიური ინტერვიუ რუსიფ ჰუსეინოვთან
აზერბაიჯანს ჰქონდა საკმაოდ მწვავე პოზიცია დღეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით - ამის შესახებ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" ბაქოდან, ანალიტიკური ცენტის დირექტორმა, რუსიფ ჰუსეინოვმა განაცხადა.
"ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რუსიფ ჰუსეინოვი გამოთქვამს ვარაუდს, ვის შეიძლება ეკუთვნოდს რ~გადაწყვეტილება ნახიჩევანზე იერიშის შესახებ.
ანალიტიკური ცენტის დირექტორი ამბობს - "შეგიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო არა თეირანში ცენტრალური შტაბის გადაწყვეტილება, არამედ რეგიონალური თავდაცვის დანაყოფების".
ჰუსეინოვის თქმით, საუბარია ადგილობრივი სამხედრო დანაყოფებზე, რომელიც "რეგიონში" არიან დისლოცირებული.
აზერბაიჯანს ჰქონდა საკმაოდ მწვავე პოზიცია დღეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. თუ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას დააკვირდებით, აღმოჩენთ, რომ ოფიციალური ბაქოს პოზიციაა, რომ აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას ყველა შესაძლო საშუალებით უპასუხოს ამ პროვოკაციას. საგარეო საქმეტა სამინისტრომაც გააკეთა განცხადებად ა ჩვენ ველოდებით დამატებით დეტალებს ამ უწყებისაგან. თქვენ იცით, რომ დაბარებული იქნება ირანის ელჩი აზერბაიჯანში ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებების გასაკეთებლად.
ბაქო არის რეგიონი რომელიც ესაზღვრება როგორც ირანს, ასევე თურქეთს, ჩვენ ფიზიკური სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ამ რეგიონთან, მაგრამ თოთოეულ ადამიანს ჰყავს ამ რეგიონში ახლობლები, ამიტომ ვცდილობთ, რომ სწორედ ასეთი დისტანციური კავშირით მივიღოთ ინფორმაცია. მე როგორც მაქვს ცნობები, ადგილობრივი სამხედრო დანაყოფები, რომელიც იქ არის დისლოცირებული, ისინი მოიყვანეს მზადყოფნაში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანულ მედიას უთხრა, რომ , ამ თავდასხმაზე ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ. მაგრამ ფაქტი ერთია, რომელ სხვა ქვეყანას შეიძლებოდა განეხორციელებინა თავდასხმა ჩვენს ტერიტორიაზე. ყველა ისარი ახლა ირანისკენ არის მიმართული. მაგრამ სხვა მხრივ რომ შევხედოთ ამ სიტუაციას, ირანი გადავიდა დეცენტრალიზებული თავდასხმის სისტემაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი სამხედრო დანაყოფები ატარებენ გარკვეულ სამხედრო ქმედებებს , მათ შორის, ზოგიერთ პროვინციაში ირანში. მათ აქვთ მოქმედების ავტონომია. ეს შეიძლება არ იყოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება, ისინი ადგილზე იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ შეგიძლია ვივარაუდოთ , რომ ეს არ იყოს თეირანშიი ცენტარლური შტაბის გადაწყვეტილება , არამედ რეგიონალური თავდაცვის დანაყოფების გადაწყვეტილება", - განაცხადა ჰუსეინოვმა.
- ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია APA ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა.
აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.
ირანიდან გადასროლილი დრონების გამო, აზერბაიჯანი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. ირანის ელჩი უკვე დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.