თავდასხმა ნახიჩევანზე - რას მოითხოვს აზერბაიჯანული მხარე ირანისგან
თავდასხმა ნახიჩევანზე - აზერბაიჯანული მხარე ირანისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეიტანოს სიცხადე მომხდარში და წარმოადგინოს შესაბამისი განმარტებები. ასევე უზრუნველყოს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერიმა მედიასთან განაცხადა, თავდასხმები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რის გამოც ირანულ მხარეს გადაეცა შესაბამისი საპროტესტო ნოტა.
ეს თავდასხმები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ამავდროულად, ეს ემსახურება რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას. აზერბაიჯანული მხარე მოითხოვს ირანის მხარისგან, რომ დაუყოვნებლივ შეიტანოს სიცხადე ამ საკითხში, გაატაროს გადამჭრელი ზომები, წარმოადგინოს შესაბამისი განმარტებები და უზრუნველყოს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს საპასუხო ქმედების უფლებას. ამასთანავე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მოჯთაბა დამირჩილუ, დაბარებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას გამოეცხადა პროტესტი და ირანულ მხარეს გადაეცა შესაბამისი საპროტესტო ნოტა", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერმა.
- ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია APA ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა.
აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.
ირანიდან გადასროლილი დრონების გამო, აზერბაიჯანი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. ირანის ელჩი უკვე დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.