"ოცნების" მხარდამჭერები კორუფციის ბრალდებით დააკავეს - ოპოზიცია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს

09.03.26 17:22
"ოცნების" მხარდამჭერები კორუფციის ბრალდებით დააკავეს - ოპოზიცია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს

სუსში გამართული ბრიფინგის შემდეგ უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ მარნეულში არსებული კორუფციისა და ქრთამის აღების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. მისი თქმით, მსგავს შემთხვევებზე მოქალაქეები ღიად, საჯაროდ საუბრობენ. 

ამ კონკეტულ რაღაცეებზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ხშირად ამ ქალბატონს ვხედავდით საარჩევნო პროცესებში არჩევნების დღეს, ხალხი მობილიზება, ფულის გადახდა ამომრჩევლებისთვის. ზოგადად, მარნეული მე-3 სკოლაში იყო ეს ქალბატონი და რომ ვიყავი დამკვირვებელი არაერთხელ ვნახე მისი ეს ქმედება. ეჭვი არ მეპარება, ზოგადად, მარნეულის მერიის თანამშრომლების მხრიდან ქრთამის აღების საკითხებზე, ამაზე ხშირად მოსახლეობა საუბრობს, თავისუფლად საუბრობენ ქუჩაში, ჩაიხანაში, ოჯახებშიც, რომ მაგალიტად ამდენი გადაიხდის ამისთვის. განსაკუთრებით მათთვის პრობლემაა, მაგალითად, სოციალური დახმარების მიღებაზე, რომელიც ფასიანი მომსახურებაა, მიწის რეგისტრაციაზე, რთული პროცესია და უნდათ, რომ ადვილად მოაგვარონ ეს საქმე, ან განცხადების წერაში, - ამბობს უფლებამდაცველი სამირა ბაირამოვა. 

ჟურნალისტი ჯეუჰუნ მუჰამედი კი მიიჩნევს, რომ მსგავს საქმეებში დაკავებული პირები ხშირად მხოლოდ შემსრულებლები არიან და მისი შეფასებით, კორუფციული სქემების უკან უფრო მაღალი თანამდებობის პირებიც უნდა იდგნენ. 

ქალბატონი რიმასნაირი ადამიანები არიან ჩვეულებრივი შემსრულებლები და არ ვიცი რატომ გაწირეს ისინი, ალბათ ასე ჩათვალეს საჭიროდ, არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრათ, თუ "ქართული ოცნება" გულით ებრძვის ქრთამს, ეს ყველა მოქალაქეს გაახარებს. და, თუ ებრძის, მაშინ უნდა ვნახოთ ჩვენ მარნეულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების დაკავება, იმიტომ, რომ იქიდან მოდის ეს ყველაფერი, ისინი აძლევენ დავალებას. ახლა ჩვენ ვნახეთ, 60 ათას დოლარზე იყო საუბარი. რიმა ვინ არის ასეთი, რომ ასეთ დიდ ტანხზე საუბრობდეს. აქ ჩანს, რომ ვიღაც ზემდგომები ჰყავს, - ამბობს ჯეიჰუნ მუჰამედი.

 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულთა შორისაა ქართული ოცნების" სტაჟიანი მხარდამჭერი, რიმა ოთარაშვილიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ფარულ კადრებში ჩანს, როგორ იღებს  დაკავებული თანხას და მოქალაქეს 60 000 დოლარად სთავაზობს საქმის 100%-იან მოგვარებას.