დანაკარგები მაღალია - „ზღაპარის“ დირექტორი არასრულწლოვნების მხრიდან ქსელების სისტემატურ ძარცვაზე საუბრობს

11.03.26 16:53
დანაკარგები მაღალია - „ზღაპარის“ დირექტორი არასრულწლოვნების მხრიდან ქსელების სისტემატურ ძარცვაზე საუბრობს

„ზღაპარის“ დირექტორი არასრულწლოვნების მხრიდან ქსელების სისტემატურ ძარცვაზე საუბრობს - როგორც  თამარ უდესიანმა ფასების შემსწავლელ დროებით კომისიაზე განაცხადა, ამ მიზნით ახალგაზრდები  დღეში რამდენჯერმე სტუმრობენ მარკეტებს, რის გამოც (ფინანსური) დანაკარგები საკმაოდ მაღალია. 

კომუნალურების ხარჯი არის საკმაოდ მაღალი და ის დანაკარგები, რაც გვაქვს, რომელიც სხვა საოპერაციო ხარჯებში არის ასახული. დანაკარგებში ვგულისხმობ არასრულწოვნების თემას. თითქმის ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე სტუმრობენ მარკეტებს და მიაქვთ, რაც მოესურვებათ,“ - განაცხადა თამარ უდესიანმა.

ასევე ნახეთ: