ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება სურს - ადვოკატი
ჯარის ძარცვის საქმე - შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება სურს. ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა განაცხადა.
როგორც უფლებადამცველი აცხადებს, დღევანდელი აღიარებითი ჩვენების შემდეგ, დაცვის მხარემ შესაძლოა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართოს.
მან გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე და ოქტომბერში მისცა ეს ჩვენება. ამ ჩვენებსი მიცემის შემდეგ მას ბრალდებსი მხარემ შეუცვალა აღკვეთის ღობისძიება და როგროც იცით, ის იმყოფება ახლა გირაოს ქვეშ. საპორცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური მოლაპარაკება არ გვაქვს , არც არაოფიციაკლური მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. სურვილი და მზაობა არის რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბრალდებულის, რომ საშეღავათო პირობებით დასრულდეს ეს საქმე. რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილი არის (საპროცესო შეთანხმება). ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, როგორც მოისმინეთ თქვენ თვითონაც და ბუნებრვიია გვაქვს მოლოდინი, რომ საქმე დასრულდება საპროცესო შეთანხმებით. დღევანდელი ჩვენების შემდეგ შეიძლება მივმართოთ (პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით)- განაცხადა ადვოკატმა.
დღეს სასამართლოში ჩვენება პროკურატურის ოქროს მოწმემ, ვლადიმერ ღუდუშაურმა მისცა. ის ჯარის ძარცვის საქმეზე ბრალდებულია, თუმცა 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ასევე ნახეთ:
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.