კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილ 20 წლის გოგოზე ინფორმაციას ავრცელებს
კლინიკა „ბომონდში" მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიდმინარეობს - ამის შესახებ კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც "ბომონდი" განმარტავს, პაციენტს კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციის მიმდინარეობისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. ▪️პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.
▪️,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
▪️ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
◾️მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
🏥,,კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს", - წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.