რომეო მიქაუტაძე სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება

13.03.26 18:19
რომეო მიქაუტაძე სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება

სასამართლო ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ბრალდებული რომეო მიქაუტაძის განაჩენს 16 მარტს, 10:30 საათზე გამოაცხადებს. 

რომეო მიქაუტაძის თქმით, ის განაჩენის გამოცხადებას ვერ დაესწრება. 

მე ვერ დავესწრები და უპატივცემულობად არ მიიღოთ," - თქვა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა. 

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე რომეო მიქაუტაძემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. 

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.