პროკურორი რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობაზე განმარტებას აკეთებს

16.03.26 11:26
პროკურორი რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობაზე განმარტებას აკეთებს

გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება რომეო მიქაუტაძესთან - საქმის პროკურორის თქმით, კანონის მიხედვით, საპროცესო შეთანხმება ფორმდება აპელაციაშიც, თუმცა, დღევანდელი მოცემულობით, ეს შეუძლებელია, რადგან ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ „წინა პროცესზე მან გააჟღერა პოზიცია, რომ განცხადება შემოიტანა, თუმცა, რეალობა იყო სხვა.“

კანონის მიხედვით, საპროცესო შეთანხმება ფორმდება აპელაციაშიც, თუმცა, დღეს ისეთი მოცემულობაა, რომ ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, წინა პროცესზე მან გააჟღერა პოზიცია, რომ განცხადება შემოიტანა, თუმცა, რეალობა იყო სხვა. მთელი პროცესის განმავლობაში ის საუბრობდა, რომ მართალია, ამ პირობებში, ბუნებრივია, საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ ხდება. მე არ მქონია შემთხვევა, რომ ადამიანი არ აღიარებს დანაშაულს და საპროცესო გამიფორმებია, - აცხადებს ირაკლი მარშანია.

საპირისპიროს ამტკიცებს მიქაუტაძის ადვოკატი. მისი თქმით, იყო მიმართული საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან, თუმცა მათი მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

პროკურატურა თვეების განმავლობაში იძახდა, რომ არ მოუმართავთ ჩვენთვისო, მან მიმართა პროკურატურას, წინასწარ აღიარება რისთვისაა საჭირო, ცემთვის გაუგებარია. თუ ადამიანი აფორმებს საპროცესო შეთანხმებას, თუ მას შესთავაზებენ პირობებს და ის დათანხმდება, ისედაც ნიშნავს, რომ ის აღიარებს, ეთანხმება ყველა ბრალდებას, აანაზღაურებს ზიანს და ა.შ. გარდა იმის, რომ იყო მიმართული საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, პროკურატურასთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. არანაირი პასუხი არ გაგვცეს, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არც არავინ აპირებდა მასთან საპროცესოს გაფორმებას, ეს იყო უბრალო ფორმალობა, ბრალდების მხარე იძახდა, რომ მოგვმართოს და განვიხილავთ, ფაქტია, რომ მიმართა და არც არავინ განიხილა, - ამბობს ადვოკატი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10 -წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით. 

მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლი, როგორც მის ასევე, მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი.

  • პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რამდენიმე ქმედების განხორციელებას ედავებოდა. კერძოდ კი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის - "ფულის გათეთრების" ერთ ეპიზოდს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 3 ეპიზოდს;
  • სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ეპიზოდს; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 1 ეპიზოდს.
  • რომეო მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
  • მას ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნულში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
  • მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
  • მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტითაც, რაც უკანონო შემოსავლის უკანონო ლეგალიზაციას - "ფულის გათეთრებას" გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნულში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.