პლასტმასის ბოთლების აკრძალვა - ბიზნესი "ოცნებას" უხსნის, რას გამოიწვევს ახალი შეზღუდვა

16.03.26 18:59
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა - ბიზნესი "ოცნებას" უხსნის, რას გამოიწვევს ახალი შეზღუდვა

სასმელების მწარმოებელი კომპანიები "ქართული ოცნების" ახალ რეგულაციას ეხმიანებიან, რომლის მხიედვითაც, 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება აიკრძალება. 

  • აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.

"ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ინდუსტრიებთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

მისი თქმით, მოცემული რეგულაციის ამ სახით მიღება პროდუქციის გაძვირებას, წარმოების შემძირებას და დასაქმებული პერსონალის ოპტიიზაციას გამოიწვევს. 

ეს გადაწყვეტილება ინდუსტრიასთან არ არის შეთანხმებული და სასმელების ინდუსტრიის პოზიცია არის მკაცრად ნეგატიური. ჩვენ გვჭირდება ზუსტად ვიცოდეთ, ეს გადაწყვეტილება არის ძალაში, თუ ეს გადაიხედება ჩვენი არგუმენტების შესაბამისად.

საქართველოს სასმელების ბაზარი, როგორც ალკოჰოლური, ასევე არა ალკოჰოლური, ღვინის გარდა რა თქმა უნდა, არის დაახლოებით 1 მილიარდი ლიტრი, ოდნავ ნაკლები, საიდანაც 80% გაყიდვების არის პეტის შეფუთვებში, ანუ პლასტიკის შეფუთვებში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 800 მილიონი ლიტრის ჩანაცვლება მოგვიწევს ალტერნატიული შეფუთვებით. ეს გამოიწვევს შესაბამისად პროდუქციის გაძვირებას. დაახლოებით პირველივე წელს, თუ ემს ამ ფორმით შევიდა ძალაში, ჩვენ ველოდებით ლუდის ინდუსტრიის, დაახლოებით, 50%-ით შემცირებას. ადეკვატურად გამოიწვევს, რომ ჩვენ რადგანაც ბაზარი შეგვიმცირდება, შეგვიმცირდება შემოსავლები, გადასახადები უფრო ნაკლები შევა და შესაბამისად უკვე დასაქმებული ხალხის შემცირებაც, ოპტიმიზაციაც მოხდება, როგორც გარდაუვალი პროცესი. 

მაგალითად როგორ წარმოგიდგენიათ შუშის შეფუთვაში, ბოთლი, ვთქვათ საბავშვო ცენტრებში, ბავშევბი როცა ენერგიას ხარჯავენ დარბიან, ან როგორ წარმოგიდგენიათ შუშის ბოთლი პლიაჟებზე, როგორ წარმოგიდგენიათ ეს რაოდენობა შუშის ბოთლი ასევე გარემში გადაყრილი, რომელმაც შეიძლება ტყის ხანძრები გამოიწვიოს," - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა. 

ცნობისთვის, აღნშნული კომენტარები ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ჩაიწერა.