გასცემს თუ არა "იმედის ბანკის" შექმნაზე თანხმობას - რას ამბობს ნათია თურნავა
"პირველების" კითხვაზე, გასცემს თუ არა "იმედის ბანკის" შექმნაზე თანხმობას, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი გადაჭრით არ პასუხობს. ნათია თურნავა იმეორებს მხოლოდ იმას, რომ "კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებს".
ამასთან, თურნავა ირწმუნება, რომ სანქციების დარღვევის ხელძეწყობას "ოცნების" მხრიდან ადგილი არასდროს ჰქონია.
ჩვენ ვიმოქმედებთ კანონმდებლობის მიხედვით. ნებისმიერი განმცხადებელი თუ აკმაყოფილებს კანონმდებლობას, გაიცემა ლიცენზია, თუ არადა - არა.
ვერ მოგცემთ კომენტარს, იმიტომ, რომ არარელაურ ფაქტებზე საუბრობთ.
თუ რამე შემოვა, იქნება საჯარო.
არასდროს სანქციების დარღვევის ხელშეწყობა ჩვენთან არ ყოფილა.
კითხვაზე, იქნება თუ არა სანქციების დარღვევის ხელშეწყობა თუკი იმედის ბანკის შექმნაზე მიანც თანხმობა იქნება, თურნავა სე პასუხობს:
"ეს არის სპეკულაცია"
დიდი ბრიტანეთი „ქართულ ოცნებას“ მორიგ ჯერზე აფრთხილებს — ვინც პროპაგანდისტულ არხებს დაეხმარება, სანქციებს დაექვემდებარება.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თემთა პალატის წევრების კითხვებზე პასუხად განაცხადა, რომ იმ პირების მიმართ, ვინც რუსეთის პროპაგანდასთან დაკავშირებულ ქართულ ტელეკომპანიებს — „იმედსა“ და „პოსტივის“ დაეხმარება, შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები გატარდება.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული TV იმედი და პოს TV 24 თებერვალს დაასანქცირა.