ხიშტოვანი: ბრიტანეთის სანქციები შესაძლოა იმ ბანკებსა და კომპანიებზეც გავრცელდეს, რომლებიც სანქცირებულ მედიას აფინანსებენ
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციების ფარგლებში დაკვირვების ქვეშ შესაძლოა არა მხოლოდ პროპაგანდისტული ტელეკომპანიები, არამედ ის კომპანიებიც მოექცნენ, რომლებიც მათთან ფინანსურ ურთიერთობაში არიან, მათ შორის — საერთაშორისო ბაზრებზე მოქმედი ბიზნესები და სისტემური ბანკები.
მისი თქმით, სანქციების მთავარი მიზანი სწორედ დაფინანსების წყაროების შეზღუდვაა.
უნდა ველოდოთ უშუალოდ ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მოქცეული კომპანიების მიმართ შემოწმებას ან გადამოწმებას ინფორმაციის. ამ შემთხვევაში საუბარია სისტემურ ბანკებზე. განსაკუთრებით კომპანები, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებენ, ისინი იქნებიან ობიექტები დაკვირვების და შემდეგ რეაგირების. ყველაზე მარტივი გადამოწმების გზა იქნება იმ კომპანიების იდენტიფიცირება, რომელიც ითავსებენ სარეკლამო რგოლებს ტელეიმედში, მაგალითად. არსებობს რისკი, რომ გარდა ტელეკომპანიებისა, უკვე ამ კომპანიებზეც მოახდინოს გავრცობა სანქციების ბრიტანეთის მთავრობამ. მთელი არსი სანქციების არის, რომ მას შეუჩერდეს დაფინანსების წყაროების მიწოდება, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
დიდი ბრიტანეთი „ქართულ ოცნებას“ მორიგ ჯერზე აფრთხილებს — ვინც პროპაგანდისტულ არხებს დაეხმარება, სანქციებს დაექვემდებარება.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თემთა პალატის წევრების კითხვებზე პასუხად განაცხადა, რომ იმ პირების მიმართ, ვინც რუსეთის პროპაგანდასთან დაკავშირებულ ქართულ ტელეკომპანიებს — „იმედსა“ და „პოსტივის“ დაეხმარება, შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები გატარდება.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული TV იმედი და პოს TV 24 თებერვალს დაასანქცირა.