საქართველოში პენსია ერთი ადამიანის მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს - Moorepay-ს კვლევა

25.03.26 13:31
საქართველოში პენსია ერთი ადამიანის მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს - Moorepay-ს კვლევა

Moorepay-ის მიერ ჩატარებულ კვევის მიხედვით, საქართველოში პენსია ერთი ადამიანის მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს. 

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც Euronews-მა გამოაქვეყნა, ევროპის 39 ქვეყნიდან 20-ში პენსია ვერ ფარავს აუცილებელ ხარჯებს, საქართველო (22%) კი ამ სიის ბოლოშია. შემდეგ მოდის ალბანეთი (29%), უკრაინა (29%) და მოლდოვა (42%). ამ ქვეყნებში პენსია ვერ ფარავს ცხოვრების ხარჯების ნახევარსაც კი.

  • კვლევა ეფუძნება 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს არსებულ მონაცემებს და აფასებს, რამდენად ჰყოფნის ერთ ადამიანს სახელმწიფო პენსია ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ხარჯების დასაფარად. საუბარია მხოლოდ საკვებზე, ტრანსპორტზე, კომუნალურ გადასახადებსა და სხვა ყოველდღიურ საჭიროებებზე – ბინის ქირა გათვლებში საერთოდ არ შედის.
  • მონაცემები Moorepay-მა შეაგროვა საშუალო პენსიების შესახებ, ხოლო ცხოვრების ხარჯების ნაწილში დაეყრდნო Numbeo-ს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ფასების ეროვნულ საშუალო მაჩვენებლებს ასახავს.

დღეს საქართველოში მოქმედი ასაკობრივი პენსია ქვეყანაში ერთიანი და ფიქსირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის მიბმული არც ინდივიდის სამუშაო ისტორიაზე და არც ინფლაციის რეალურ ტემპზე. შედეგად, პენსია ხშირად ჩამორჩება ფასების ზრდას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკვებზე, მედიკამენტებსა და კომუნალურებზე ხარჯები იზრდება. 

 Moorepay-ს კვლევის შემდეგ სპეციალისტები საარსებო მინიმუმის გადახედვას ითხოვენ - ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური უკვე "საკუთარ თავსაც კი დასცინის". 

მოსახლეობის დიდი ნაწილი არის სიღარიბეში და ის მოსახლეობა, რომელიც დღეს სიღარიბეშია, უარეს სიღარიბეში იქნება, როცა პენსიაზე გავა - ამბობს ხიშტოვანი. 

მყისიერად გადასახედია ეს საარსებო მინიმუმის სისტემა. უკვე აღარაფერში აღარ წერია, თავის თავს დასცინის უკვე, ჩემი აზრით სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომ აგრძელებს ამ დოკუმენტის გამოშვებას ისევ იმ ნიშნით, რომ შევინარჩუნოთ პენსიაზე დაბალ ნიშნულზე საარსებო მინიმუმი, ვაცდენთ ამისთვის ამ სამსახურის თანამშრომლებს.  სახელმწიფოს აღარ გააჩნია რესურსი პენსიების უფრო სწრაფი ტემპით ზრდის. საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარები იქნებიან და არიან მათალი და საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობა. ეს იყო თავიდანვე ცხადი, ვინც აკვირდებოდა ამ რეფორმას.  ეს ახლაც ასე რჩება და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ გადაიხადოს ეს პრინციპი. აბსოლუტური  სიღარიბის კოეფიცინეტი გამოიყენება ღატაკი ქვეყნების შემთხვევაში, სადაც ადამიანებს არ აქვთ ყოველდღიურად პურის ფული. და რითი აკეთებდა "ოცნება" პროპაგანდას, ამ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის კლებით. არსებობს ევროკავშირის მაჩვენებელი, ეს არის ფარდობითი მაჩვენებელი, სადაც ფარდობითი სიღარიბე საქართველოში იყო 20% და არ მცირდება ბოლო 5 წლის განმავლობაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი არის სიღარიბეში და ის მოსახლეობა, რომელიც დღეს სიღარიბეშია, უარეს სიღარიბეში იქნება, როცა პენსიაზე გავა", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.