ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტობანზე - რამდენიმე მანქანა ერთმანეთს დაეჯახა
ქობულეთი-ბათუმის ავტობანზე 6 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, 4 დაშავებულიდან ერთი უკვე გაეწერა. დანარჩენი 3 პირი კი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული - ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა