შესაძლებელია ზიანიც ანაზღაურდეს და ბრალდებულიც აღიარებდეს, მაგრამ არ გაფორმდეს საპროცესო - პროკურორი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

26.03.26 13:27
შესაძლებელია ზიანიც ანაზღაურდეს და ბრალდებულიც აღიარებდეს, მაგრამ არ გაფორმდეს საპროცესო - პროკურორი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

გაუფორმებს თუ არა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას - დაცვის მხარეს გვარაკიძის უწყებაში შესაბამისი განაცხადი ამ წუთებში შეაქვს. 

ჯარის ძარცვის საქმის პროკურორი, ანი ლეკიაშვილი მედიასთან საპროცესო შეთანხმების პროცედურებს განმარტავს და ამბობს, რომ შესაძლებელია ზიანიც იყოს ანაზღაურებული, შესაძლებელია ბრალდებულიც აღიარებდეს ჩადენილს, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და საპროცესო არ გაფორმდეს.

დღევანდელ სასამართლოზე მოვისმინეთ, რომ ჟუანშერ ბურჭულაძემ გააჟღერა, უნდა მივმართოთ საპროცესოს გაფორმებაზეო, თუმცა ამას მისი ადვოკატები აჟღერებენ უკვე დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, დღეს ამ ეტაპზე ვერცერთ დეტალზე ვერ გაგესაუბრებით, რადგან მსგავსი რამ განხილვაშიც არ არის და გადაწყვეტილიც არ არის. ვინაიდან და რადგანაც არ მოუმართავს, არ უღიარებია და ა.შ. დღემდე რაიმე გადაწყვეტილება და მსჯელობა არ ყოფილა. 

კანონმდებლობა მოითხოვს, როცა ფორმდება საპროცესო შეთანხმება და შემდეგ უკვე მტკიცდება სასამართლოს მიერ, უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები - პირველი, ეს არის ბრალის აღიარება, მეორე არის სასჯელზე შეთანხმება. საქართველოს პროკურატურის პოზიცია არის, რომ ზიანი რა თქმა უნდა იყოს ანაზღაურებული და დაზარალებულს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. როდესაც მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება, როდესაც ექნება მზაობა დაცვის მხარიდან ყველას პირს, რომ მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება მაშინ ვიმსჯელებთ. მხოლოდ აღიარება, მომართვა, არ ცვლის ამ ყველაფერს. 

ზოგადად მსგავსი რამეც არსებობს, მომხდარა და ეს არის პროკურატურის პრეროგატივა, შესაძლებელია ზიანიც იყოს ანაზღაურებული, შესაძლებელია ბრალდებულიც აღიარებდეს, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და არ გაფორმდეს საპროცესო.

თეორიულად ყველა მუხლზე არის პირობითი მსჯავრის შესაძლებლობა. თუმცაღა, კონკრეტულად შემთხვევაში რა იქნება არ ვიცი", - ამბობს პროკურორი. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეს პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს. 

  • ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.