ელენე ხოშტარიას დედის პასუხი კალაძეს - “კლოუნი“

26.03.26 18:10
ელენე ხოშტარიას დედის პასუხი კალაძეს - “კლოუნი“

კახა კალაძეს ელენე ხოშტარის ოჯახი პასუხობს - როგორც ირინა გუნცაძე ამბობს, თბილისის მერი აქამდე ჩუმად იყო და როგორც ჩანს, ძალით ამოაღებინეს ხმა.

ხოშტარიას დედა კალაძეს საკუთარ ავტოგოლებს ახსენებს და აცხადებს, რომ მისმა შვილმა თბილისის მერს 100-0 მოუგო.

ამ საცოდავ კალაძეს ინერციით ლოყა ხო არ ეწვის კიდევ, ასევე, 100-0 რომ მოუგო ელენემ, ავტოგოლები ხომ არ გაახსენდა? სამარცხვინოები, არ რცხვენიათ? გააჩუმონ ენა, იმას რომ დამსგავსებია, ალეგ პაპოვს, კლოუნი. ეს არის მონობა, რამდენიმე დღით ჩუმად იყო და ახლა ხმა ამოაღებინეს, როგორც ჩანს. ელენეს არც დაუწუწუნია, ერთი სიტყვა არ უთქვამს 4 შვილზე, თავის 4 შვილიანად, თავის ოჯახიანად, თავისი ჩვენიანად და ყველა ნორმალურ ადამიანებიანად ებრძვის ამ კასტას, - განაცხადა ირინა გუნცაძემ.

თბილისის მერი, კახა კალაძე, რომლის საარჩევნო ბანერზე, ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხეში გაუშვეს, ქალი პოლიტიკოსისთვის გამოტანილ განაჩენს დღეს გამოეხმაურა. 

ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: "რუსული ოცნება". ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.