კახა კალაძე არ საჭიროებს არანაირ ქირურგიულ კორექციას - ექიმი-ანგიოლოგი

27.03.21 15:04
კახა კალაძე არ საჭიროებს არანაირ ქირურგიულ კორექციას - ექიმი-ანგიოლოგი

თბილისის მერის კახა კალაძის დიაგნოზი მისი სპორტული წარსულითა და დღევანდელი დაძაბული სამუშაო რეჟიმითაა განპირობებული, - ამის შესახებ ტვ პირველთან ანგიოლოგმა მამუკა ბოკუჩავამ თქვა.

მისივე თქმით, პაციენტს ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება. 

კახი კალაძის დღევანდელი სამუშაო დიაგნოზია ვესტიბულოპათია, რომელიც განპირობებულია მისი სპორტული წარსულით, ასევე, დღევანდელი დაძაბული სამუშაო რეჟიმით. იგი არ საჭიროებს არანაირ ქირურგიულ კორექციას, მისი მკურნალობა კონსერვატულია, - განაცხადა მამუკა ბოკუჩავამ.