იქნება თუ არა მოთხოვნა თეოლოგიურ დიპლომზე პატრიარქობის კანდიდატურის დასაყენებლად?
იქნება თუ არა მოთხოვნა თეოლოგიურ დიპლომზე პატრიარქობის კანდიდატურის დასაყენებლად? - ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გავცრელდა ინფორმაცია, რომ 3 აპრილს ჩანიშნულ სინდოის კრებაზე შესაძლოა, ერთ-ერთი განსახილველ საკითხა შორის, სწორედ საღვთისმეტყველო განათლების საკითხი და ასაკობრივი ცენზი იყოს.
როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი "პირველებთან" აცხადებს, სინოდში არიან მღვდელმთავრები, რომელმაც საეკლესიო სასწავლებელი დამთავრებული არ აქვთ.
იცით რაშია საქმე, იქ განათლებაზე რომ არის საუბარი, საღვთისმეტყველო განათლება იგულისხმება, ანუ იგულისხმება ალბათ ოფიციალური დიპლომი, რომელიმე საეკლესიო სასწავლებლის. ჩვენს სინოდში, არიან მღვდელმთავრები, რომელთაც ეს არ დაუმთავრებიათ", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
რაც შეეხება ასაკობრივ ცენზს, სასულიერო პირი ამბობს - "დასაზუტებელია ალბათ". მეუფე ნიკოლოზმა "პირველებთან" ასევე ისაუბრა საჩხერის და ჭიათურის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის ასაკზე, რომელიც 70 წლისაა და მაისში 71 ის ხდება.
იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური საკითხები, იმიტომ, რომ ბევრი საკითხია ძალიან დაგროვილი. რაც შეეხება, უშალოდ რა იქნება ჩასასწორებელი, შევხდებით და ვილაპარაკებთ. (ჟურნალისტი - ასაკი, არაუმეტეს 70 წლის, შეიძლება ამაზეც იმსჯელოთ?) ეს არ ვიცი, დასაზუტებელია ალბათ, მაგრამ მეუფე დანიელი არის 70 წლის და არ არის 71 წლის. 71 -ის ჯერ არ გამხდარა. ამიტომ დღეს იქ რაც წერია დებულებაში, ამ დებულების მიხედვით, მეუფე დანიელს არ ეხება ეს.
- თუ სინოდი დაადგენს რომ 70 წელზე თუნდაც ერთი დღით მეტი ასაკის პირს არ შეუძლია პატრიარქობა კენჭისყრას ავტომატურად ჩამოშორდება საჩხერის და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, რადგან ის მაისშ 71 წლის ხდება. თუ სხდომაზე გადაწყვეტენ რომ საჭიროა თეოლოგიური დიპლომი პროცესს ეთიშება ცხინვალის მიტროპოლიტი ისაიაც.
ცნობისთვის, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზვიად ცაბაძე ამტკიცებს, რომ სამ აპრილს წმინდა სინოდის სხდომაზე, ეპისკოპოსების ნაწილი მართვა-გამგეობის დებულებას მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ შეცვლიან, რითიც მოსაყდრეს, კონკურენტებს ხელოვნურად ჩამოაშორებენ.
ცაბაძის განცხადებით, ამის შესახებ მას ინფორმაცია სიგნალის აპლიკაციის მეშვეობით ანონიმურად გაუგზავნეს და მალევე წაშალეს.