კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით - მეუფე ზენონი

01.04.26 15:23
კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით - მეუფე ზენონი

 

 

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ამბობს, რომ საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულების ზოგიერთი მუხლი - მაგალიტად ასაკზე არ შეესაბამება კანონიკურ სამართალს. 

კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, არამედ უნარით - ამბობს "პირველებთან" ინტერვიუში სასულიერო პირი. 

რაც შეეხება განათლების საკითხს, რომ არსებული ინფორმაციით, მომავალ პატრიარქს უნდა ჰქონდეს თეოლოგიური დიპლომი,  მეუფე ზენონი ამბობს, რომ როდესაც მსოფლიო კრებები იმართებოდა, ღვთისმეტყველები და პროფესორები მაშინ არ არსებობდა.

ასაკი -  სრულიადაც არ შეესაბამება ეს მუხლი კანონიკურ სამართალს. კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით. განათლებას რაც შეეხება, როდესაც მსოფლიო კრებები იმართებოდა, ღვთისმეტყველები, დოქტორები და პროფესორები მაშინ არ არსებობდა. ვიცით იოანე ღვთისმეტყველი, ვიცით გრიგოლი ღვთისმეტყველი და ა.შ. ანუ ესეც პირობითია. ეს არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას, რადგან იმ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს სულიერი ცხოვრების გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ეს არ წარმოადგენს რაიმე ისეთ აბსოლუტურ საზომ ერთეულს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კატეგორიული და იმპერატიული გამონაკლისის სახით  დავუშვათ ისეთი კანდიდატურა, რომელიც არ არის უმაღლესი სასულიერო განათლების მქონე", - ამბობს მეუფე ზენონი. 

"პირველებმა" 3 აპრილს ჩანიშნულ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით კითხვეები დაუსვა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტს, მეუფე გიორგისაც:

რავიცი ქალბატონო მე, მე არ ვწყვიტავ, სინოდი წყვიტავს. მე არ მეკითხება, არ ვწყვიტავ არაფერს. სინოდის წევრი რომ ვარ შემიძლია მონაწილეობა მივიღო, მეტი არაფერი შემიძლია. დაველოდოთ სინოდის გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი მე", - განაცხადა მიტროპოლიტმა. 

  • თუ სინოდი დაადგენს რომ 70 წელზე თუნდაც ერთი დღით მეტი ასაკის პირს არ შეუძლია პატრიარქობა კენჭისყრას ავტომატურად ჩამოშორდება საჩხერის და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, რადგან ის მაისშ 71 წლის ხდება. თუ სხდომაზე გადაწყვეტენ რომ საჭიროა თეოლოგიური დიპლომი პროცესს ეთიშება ცხინვალის მიტროპოლიტი ისაიაც. 

ცნობისთვის, რელიგიის  ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე,  ზვიად ცაბაძე ამტკიცებს, რომ სამ აპრილს წმინდა სინოდის სხდომაზე, ეპისკოპოსების ნაწილი მართვა-გამგეობის დებულებას მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ შეცვლიან, რითიც მოსაყდრეს, კონკურენტებს ხელოვნურად ჩამოაშორებენ.

ცაბაძის განცხადებით, ამის შესახებ მას ინფორმაცია სიგნალის აპლიკაციის მეშვეობით ანონიმურად გაუგზავნეს და მალევე წაშალეს.