გამზარდია: (სინოდის სხდომაზე) გაიზომება მღვდელმთავრების დომინაცია რა მიმართულებით მიდის - მოსაყდრის სასარგებლოდ, თუ სხვა ეპისკოპოსების
რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სამ აპრილს მეუფე შიოს მიერ მოწვეულ სინოდის სხდომაზე - პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ (სინოდის სხდომაზე) გაიზომება მღვდელმთავრების დომინაცია რა მიმართულებით მიდის - მოსაყდრის სასარგებლოდ, თუ სხვა ეპისკოპოსების.
მისივე თქმით, შესაძლოა სინოდის სხდომაზე არსებითი საკითხების მონიტორინგი მოხდეს.
მე მგონია ან არსებითი საკითხების მონიტორინგი უნდა მოხდეს, რას მიეცემა მსვლელობა და რას არა, გაშლიან თუნდათ რიტუალურად ველს ყველა ეპისკოპოსის თანაომონაწილეობისათვის, თუ შემზღუდავი იქნება. გაზომვა რასაც მოახდენს, არის იდეების და პიროვნებების დონეზე, გაიზომება დომინაცია მღვდელმთავრების რა მიმართულებით მიდის - მოსაყდრის სასარგებლოდ (ეს შეიძლება პრიდაპირ არ ჩენდეს, მაგრამ მოსაყდრის იდეებს გაყვნენ) თუ უფრო მეტი თავისუფლების და პლურალიზმის კუთხით, სხვა ეპისკოპოსებთან მიმართებაში", - აცახდებს გამზარდია.
- თუ სინოდი დაადგენს რომ 70 წელზე თუნდაც ერთი დღით მეტი ასაკის პირს არ შეუძლია პატრიარქობა კენჭისყრას ავტომატურად ჩამოშორდება საჩხერის და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, რადგან ის მაისშ 71 წლის ხდება. თუ სხდომაზე გადაწყვეტენ რომ საჭიროა თეოლოგიური დიპლომი პროცესს ეთიშება ცხინვალის მიტროპოლიტი ისაიაც.
ცნობისთვის, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზვიად ცაბაძე ამტკიცებს, რომ სამ აპრილს წმინდა სინოდის სხდომაზე, ეპისკოპოსების ნაწილი მართვა-გამგეობის დებულებას მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ შეცვლიან, რითიც მოსაყდრეს, კონკურენტებს ხელოვნურად ჩამოაშორებენ.
ცაბაძის განცხადებით, ამის შესახებ მას ინფორმაცია სიგნალის აპლიკაციის მეშვეობით ანონიმურად გაუგზავნეს და მალევე წაშალეს.