ნიდერლანდების პარლამენტში საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს
ნიდერლანდების პარლამენტში საგარეო კომიტეტზე საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს - ნიდერლანდელი დეპუტატები უსმენენ სამ მომხსენებელს, რომლებიც დეტალურად აცნობენ კანონმდებლებს საქართველოში არსებულ ვითარებას.
მომხსენებლები არიან "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ევროპული კვლევების დირექტორი, გიორგი რუხაძე და ქლინგენდაელის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი მარინა ოანჯანიანი.
თავის სიტყვაში ბიძინა ივანიშვილის გვარი სამივე მომხსენებელმა ახსენა, როგორც მთავარი შემოქმედი იმ ყველაფრისა, რაც საქართველოში ხდება.
საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ცვლილებები დაიწყო, მათ შორის როგორც დემოკრატიული უკანდახევის მიმართულებით, ასევე გეოპოლიტიკური პოზიციონირებით - დასავლელი პარტნიორებისგან დაშორებით და რუსეთისკენ შემობრუნებით. ეს არ იყო გამოწვეული საზოგადოებრივი მოთხოვნით, მე მჯერა, რომ უფრო ზუსტი იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს ძირითადად გამოწვეული იყო პოლიტიკურ ლიდერებში მრავალი ადამიანის პირადი ინტერესით და უფრო კონკრეტულად, ძირითადად „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. მან დასავლეთი ისეთ აქტორად აღიქვა, რომელიც თითქოს პირადად მის წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს", - განაცხადა ქლინგენდაელის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.
ასევე ნახეთ:
- ჩვენი ევროპული არჩევანი თავდასხმის ქვეშაა პრორუსული „ოცნების“ და ივანიშვილის მხრიდან - ეკა გიგაურის სიტყვა ნიდერლანდების პარლამენტში
- "საქართველო მიტაცებული სახელმწიფოა" - გიორგი რუხაძის გამოსვლა ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო კომიტეტზე