ლევან აბაშიძე ამბობს, რომ საეკლესიო დებულებაში არ არის განმარტებული, რა იგულისხმება საღვთისმეტყველო განათლებაში
თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულებაში არ არის განმარტებული, რა იგულისხმება საღვთისმეტყველო განათლებაში.
ვნახოთ, თვითონ სინოდი როგორ ინტერპრეტირებას მისცემს დებულების ამ ნაწილს - ამბობს "ტვ პირველთან" თეოლოგი.
მისი თქმით, შეიძლება რომელიმე მარალ იერარქს არ ჰქონდეს თეოლოგის დიპლომი, მაგრამ საკმაოდ განათლებული იყოს თეოლოგიის საკითხებში.
მნიშვნელოვანია დებულების ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს როგორ უნდა იქნას არჩეული პატრიარქი, მას შემდეგ, რაც პატრიარქი გარდაიცვლება. ითქვა ცხადად, რომ არავინ არ აპირებს ამის შეცვლას. მაგალითად საერო ხელისუფლებაში გვახსოვს, რომ ვთქვათ, მოდის ახალი ხელისუფლება და იმით იწყებს, რომ კონსტიტუციას ჭრის და კერავს, რომ მოირგოს თავსიი ინტერესებისთვის და აქ ასეთი რამ არ მოხდება. იქნება ის დებულება, უბრალოდ უნდა ზუსტად გავიგოთ, 47 წელია არ მომხდარა პატრიარქის არჩევა. ეს დებულება მიღებულია მას შემდეგ, თუ არ ვცდები 90-იან წლებშია მიღებული და ამ დებულების სწორი გააზრება და სწორი ინტერპრეტაცია, ამაზეა საუბარი.
ვინაიდან დებულებაში არ არის დეტალიზირებული, გაწერილი ეს, ამიტომაც იკრიბება სინოდი. სასულიერო დიპლომი შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ან არ ჰქონდეს, ან ჰქონდეს მხოლოდ სემინარიის და არ ჰქონდეს აკადემია დამთავრებული, მაგრამ საკმაოდ განათლებული იყოს თეოლოგიის საკითხებში. ამაზე ახლა ვერავინ ვერ გაგცემთ თქვენ პასუხს. იმიტომ, რომ ეს თვითონ დებულებაში არ წერია და ვნახოთ, თვითონ სინოდი როგორ ინტერპრეტირებას მისცემს დებულების ამ ნაწილს. სავარაუდოდ, იქნება რომ სასულიერო აკადემია ან სემინარია რომ უნდა იყოს დამთავრებული", - აცხადებს თეოლოგი.
საპატრიარქოშიი სინოდის სხდომა მიმდინარეობს. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდგომ ეს წმინდა სინოდის პირველი სხდომაა.
სავარაუდოდ, დღეს მაღალი იერარქები იმ მთავარ კრიტერიუმებზე უნდა შეთანხმდნენ, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე კვირაში ქართულ ეკლესიას ახალი მმართველი ეყოლება.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, დღეს სინოდის სხდომაზე შესაძლოა, საპატრიარქო კანდიდატის ასაკზეც იყოს მსჯელობა.
ასაკი და განათლება ის ორი ძირითადი საკითხია, რომლის ირგვლივაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
სასულიერო პირების ერთი ნაწილი ფიქრობს რომ საპატრიარქო ასაკს ორი წელი უნდა დაემატოს: