რუსთაველზე დააკავეს კაცი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს შეაგინა

09.04.26 12:40
რუსთაველზე დააკავეს კაცი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს შეაგინა

 

 

ხმაური იყო, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ შუა ხნის კაცი დააკავა, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან "ქართული ოცნების" ლიდერების მიტანილ გვირგვინის გატანას ცდილობდა. 

აქტივისტების თქმით, დაკავებულმა ბიძინა ივანიშვილს მოღალატე უწოდა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელს შეაგინა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ პოლიციამ ასევე დააკავა სამოქალაქო აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი. აქტივისტების თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციას 9 აპრილის მემორიალთან გამოგზავნილი ტიტუშკები დაეჭირა, ხელბორკილები იმ ადამიანს დაადეს, რომელსაც პროვოკაცია მოუწყვეს.