"მონებო"; "რუსებო"; "სამარცხვინოებო" - საპროტესტო შეძახილებით საკრებულოს თავმჯდომარეს და "ოცნების" დეპუტატებსაც დახვდნენ
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები გამოჩდნენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები მათ შეძახილებით დახვდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მონებო"; "რუსებო"; "სამარცხვინოებო".
ცნობისთვის, მანამდე მემორიალთან მივიდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები. მათ მისვლამდე პოლიციამ მოქალაქეები მემორიალს ძალის გამოყენებით განარიდა და ადგილზე საპატიო ყარაული ჩააყენა.
"ოცნების" წევრებს ხალხი "მონას" და "რუსებს" ეძახდა.