პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

09.04.26 17:30
პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დილით, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

კერძოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 3 პირი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი. აქტივისტების თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციას 9 აპრილის მემორიალთან გამოგზავნილი ტიტუშკები დაეჭირა, ხელბორკილები იმ ადამიანს დაადეს, რომელსაც პროვოკაცია მოუწყვეს. მათივე განცხადებით, დაკავებამდე შაკო ბაღდოშვილს უცნობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი სიახლეები